betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
ორგანიზაციაში Agile მეთოდოლოგიებისა და პრინციპების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა, Agile ტრანსფორმაციის პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
არსებული სამუშაო პროცესების, გუნდების სტრუქტურისა და ორგანიზაციის Agile მზაობის შეფასება, გაუმჯობესების მიმართულებების განსაზღვრა;
Scrum, Kanban და სხვა შესაბამისი Agile პრაქტიკების დანერგვისა და სტანდარტიზაციის ხელშეწყობა, სამუშაო პროცესების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით;
Agile ღონისძიებების (Sprint Planning, Daily Stand-up, Sprint Review, Retrospective) ფასილიტაცია და გუნდების მხარდაჭერა სამუშაო პროცესების უწყვეტ გაუმჯობესებაში;
Product Owner-ების, Scrum Master-ების, გუნდებისა და მენეჯმენტის ქოუჩინგი Agile პრინციპების, თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის კულტურის განვითარების მიზნით;
გუნდებსა და პროდუქტულ მიმართულებებს შორის თანამშრომლობის, კომუნიკაციისა და ურთიერთდამოკიდებულებების მართვის პროცესების გაუმჯობესება;
Product Management-ისა და Software Development-ის პროცესების შეთანხმებისა და ეფექტიანი ინტეგრაციის ხელშეწყობა;
სამუშაო პროცესებში არსებული გამოწვევებისა და დაბრკოლებების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის მხარდაჭერა და ცვლილებების დანერგვისას წარმოქმნილი წინააღმდეგობების მართვაში მონაწილეობა;
სამუშაო პროცესების ეფექტიანობის შეფასება შესაბამისი მეტრიკების, მათ შორის Cycle Time-ის, Lead Time-ისა და პროგნოზირებადობის მაჩვენებლების გამოყენებით, გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოსავლენად;
ორგანიზაციაში Agile პრინციპების დანერგვის პროცესში თანამშრომლების მხარდაჭერა, კონსულტირება და შესაბამისი პრაქტიკების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
Agile მეთოდოლოგიების, Scrum-ისა და Kanban-ის პრინციპების სიღრმისეული ცოდნა;
აუცილებელია, Agile Coach-ის, Scrum Master-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
Agile ღონისძიებების ფასილიტაციისა და გუნდების ქოუჩინგის გამოცდილება;
Agile ტრანსფორმაციის ან ორგანიზაციაში Agile პრაქტიკების დანერგვის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;
ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
ანალიტიკური აზროვნება და პროცესების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა;
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!