„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

 

შესასრულებელი ამოცანები:

 

  • AI სტრატეგიების შემუშავება და მათი დანერგვა კომპანიის მასშტაბით;

  • AI ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენება ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისთვის;

  • AI და მანქანური სწავლის (ML) მოდელების შემუშავება;

  • ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი გადაწყვეტა AI და ML ტექნოლოგიების გამოყენებით.

  • მონაცემთა წყაროების იდენტიფიცირება, სხვადასხვა სისტემებიდან და პლატფორმებიდან მონაცემთა შეგროვება და მათი დამუშავება;

  • შეგროვებული მონაცემების ფორმატირება და გაწმენდა ანალიზისთვის;

  • AI მოდელების შემუშავება და ტესტირება: შესაბამისი ალგორითმებისა და მოდელების განვითარება, მოდელების ტესტირება და ტრენინგი სხვადასხვა მონაცემთა ნაკრებზე;

  • არსებული მოდელების გაუმჯობესება და ჰიპერპარამეტრების ტუნინგი, ოპტიმიზაცია;

  • ახალი მოდელების ინტეგრაცია კომპანიის სისტემებში და სხვადასხვა პროცესში;

  • მონაცემთა ანალიზის შედეგების ვიზუალიზაცია (მაგ., Power BI, Tableau), დეტალური ანგარიშების მომზადება;

  • ანალიზის შედეგების პრეზენტაცია გუნდის წევრებთან და ხელმძღვანელობასთან;

  • რეგულარული შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა გუნდის წევრებთან, საქმიანობასთან დაკავშირებულ დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია.

 

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე გამოცდილება;

  • აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა;

  • შეზღუდულ ვადებში  მუშაობის უნარი;

  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა;

  • ყურადღება დეტალების მიმართ;

  • ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

 

სამუშაო პირობები:

 

ხუთი სამუშაო დღე კვირაში

სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.

ადგილმდებარეობა - თბილისი

 

ბენეფიტები:

 

  • ბონუსი

  • კვება

  • კორპორატიული დაზღვევა

  • პარკინგი

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 ოქტომბერი, 2024.

 


გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი