„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

 

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და ანალიზი;

  • ყოველდღიური და პერიოდული რეპორტების გენერირება და ანალიზი;

  • სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და სისტემაში ახალი ტრანზაქციების და რეპორტინგის საჭიროების შესწავლა;

  • სისტემის მომხმარებლების ფუნქციონალური მხარდაჭერა, წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი, ოპერატიულად მოგვარება;

  • შეთავაზებული აქციების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი;

  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი რეპორტების შექმნა და მათი ანალიზი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია, უმაღლესი მათემატიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;

  • აუცილებელია, Power BI-ის ცოდნა და გამოცდილება;

  • სავალდებულოა, Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნება;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

 

სამუშაო პირობები:

 

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;

  • ადგილმდებარეობა - თბილისი.

 

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 6 ნოემბერი, 2024.

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი