betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
ძირითადი ამოცანები:
პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოებაში ჩართულობა ხელმძღვანელთან ერთად, შეთანხმებული საკითხების აღსრულებაზე ზრუნვა;
არსებულ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია;
პოტენციური პარტნიორების მოძიება, მათთან პირველადი მოლაპარაკების წარმოება, შეთავაზების შემუშავება ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
შეხვედრების წარმოება ოფისში და ოფისის გარეთ;
ჩართულ რგოლებთან/დეპარტამენტებთან წერილობითი კომუნიკაცია - იურიდიული დეპარტამენტი, მარკეტინგი და ა.შ.
ბაზრის კვლევის და სტრატეგიული სამიზნე ჯგუფების ანალიზის საფუძველზე ახალი ინიციატივების წარდგენა ხელმძღვანელთან;
მუდმივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის მართვის მიმართულებით;
აუცილებელია, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
მნიშვნელოვანია, სწრაფი და ეფექტური მოლაპარაკების უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი;
აუცილებელია, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ;
ადგილმდებარეობა - თბილისი.
On - site.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
ბონუსი
კვება
კორპორატიული დაზღვევა
პარკინგი
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 აგვისტო, 2026.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!