betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
კომპანიის ბაზარზე პოზიციონირების კვლევა და კონტროლი;
კვლევებზე დაფუძნებული ბრენდის სტრატეგიის შემუშავება და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება;
ბრენდის ცნობიერების ამაღლებისთვის და პროდუქტების პოპულარიზაციისთვის კამპანიების გატარება და მართვა;
სამომხმარებლო და ბაზრის კვლევების, აგრეთვე კონკურენტების შეფასება;
ბიზნენს სფეროში, ახალი და მოთხოვნადი ტენდენციების გაცნობა/შესწავლა და ლოკალური ტესტირება;
მარკეტინგის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისი ინფრომაციის მიღება, ანალიზი და რეპორტის მომზადება;
დაგეგმილი მარკეტინგული აქციის მიზანთან შესაბამისობის შეფასება და რეკომენდაციის გაცემა;
შეთავაზებული აქციების მონიტორინგი, ანალიზი და ეფექტურობის შეფასება;
სამომხმარებლო ტენდენციების გაზომვა და ანალიზზე დაფუძნებით ბრენდის განახლებაზე მუშაობა;
დიზაინის დეპარტამენტთან ბრენდის ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობა;
ბრენდის არსებული სტრატეგიის იმპლემენტაციაში ჩართულობა;
ბრენდის შიდა სტრატეგიის აღსრულებაში ჩართულობა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით.
სავალდებულოა, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოციდლება.
აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!