betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.

 

betlive ეძებს CEO-ს აღმასრულებელ ასისტენტს - ორგანიზებულ, ენერგიულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელიც შეძლებს კომპანიის სტრატეგიული პროცესების ეფექტურად მართვას.


რატომ ეს პოზიცია?


ეს პოზიცია იდეალურია ადამიანისთვის, ვისაც უყვარს დინამიური გარემო, მრავალფეროვანი ბიზნეს ამოცანები და სურს პროფესიული განვითარება სწრაფად, მზარდ ტექ. კომპანიაში.

CEO-ს აღმასრულებელი ასისტენტის როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიციაა კომპანიაში. ეს არის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღო ბიზნეს პროცესებში და ყოველდღიურად იმუშაო გადაწყვეტილებების მიღების პროცესთან.


თუ გსურს კარიერული განვითარება გარემოში, სადაც შენი ჩართულობა მნიშვნელოვანია, გამოგვიგზავნე რეზიუმე.



რას გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 4000 ლარიდან (NET)

  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;

  • მრავალფეროვანი და ჯანსაღი კვება თანამშრომლებისთვის;

  • კვარტალური ბონუსი, რომელიც ასახავს თანამშრომლის სამუშაოს შესრულებას;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება - თქვენი ინტერესიდან და საჭიროებიდან გამომდინარე;

  • TBC Insurance - ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;

  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;

  • ოფისის პარკინგი.


სამუშაო პირობები:

  • კვირაში 5 დღე - მოქნილი გრაფიკი;

  • ლოკაცია: თბილისი;


რას გააკეთებ ყოველდღიურად:

  • კომპანიის სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების მხარდაჭერა;

  • მნიშვნელოვან შეხვედრებზე ჩართულობა, საკითხების მართვა და საჭიროების შემთხვევაში ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღება;

  • საქმიანი კომუნიკაციის წარმართვა პარტნიორებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და შიდა გუნდებთან;

  • ოფიციალური შეხვედრების, ვიზიტებისა და მივლინებების ორგანიზება;

  • მნიშვნელოვანი ინფორმაციის თანამშრომლებამდე დროული მიწოდება და საჭირო მონაცემების კოორდინირებულად შეგროვება;

  • CEO-ს დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში და პროცესების შეუფერხებელი მართვის მხარდაჭერა.


შენ შესაბამისი კანდიდატი ხარ თუ:

  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ყურადღება შენი ძლიერი მხარეა;

  • შეგიძლია რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვა;

  • ხარ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი;

  • გიყვარს სწრაფ და დინამიკურ გარემოში მუშაობა;

  • ფლობ ინგლისურ ენას სამუშაო დონეზე.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი, 2026.

 

betlive გისურვებთ წარმატებას!


გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს „ბეთლაივი“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი, N 123) კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: • ბეთლაივი თქვენ შესახებ დაამუშვებს ვაკანსიის განაცხადში და რეზიუმეში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს (მაგ. სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.). • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 6 წლის ვადით (საშუალო მენეჯმენტის ქვემოთ ნებისმიერი კანდიდატის ინფორმაცია - 2 წლის ვადით; საშუალო მენეჯმენტის კანდიდატის მონაცემები: 4 წლის ვადით და უმაღლესი მენეჯმენტის კანდიდატის 6 წლის ვადით), რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.; • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს „ბეთლაივი“ ამუშავებს თქვენ შესახებ ასევე, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი მარიამ მიქელთაძე: DPO@betlive.com ან ადამიანური რესურსების განყოფილება: hrteam@betlive.com • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. • შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com.