„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
Google Tag Manager-სა და Google Analytics-ში მუშაობა;
მომხმარებლის ქცევის „თრექინგი“ და მომხმარებლის მოგზაურობის (Customer journey) ანალიზი;
ვებ-გვერდის A/B ტესტირების შემუშავება და ჩატარება, მომხმარებლის გამოცდილების ანალიზი და გაუმჯობესების რეკომენდაციების ფორმულირება;
CRO-ს ახალი ტენდენციებისა და ტექნოლოგიების თვალყურის დევნება;
Performance advertiser-ის დახმარება სხვადასხვა სარეკლამო პლატფორმაზე კამპანიების აწყობაში.
ძირითადი მოთხოვნები:
Google Analytics და Google Tag Manager-ის ცოდნა საშუალო დონეზე;
Meta ads და Google ads-ის ცოდნა საშუალო დონეზე;
სხვადასხვა CRO ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. Hotjar);
ტესტირებისა და ანალიზისთვის საჭირო ძირითადი სტატისტიკური ცნებების გააზრება;
სასურველია Google Optimize-ზე, Optimizely-ზე, VWO-ზე ან სხვა A/B ტესტირების პლატფორმაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 იანვარი, 2024.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!