„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მომხმარებელთა სეგმენტაცია მათი ქცევის მიხედვით;

  • პროდუქტების დეპარტამენტთან კოორდინირებულად მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გაგზავნა და  მათთვის შესაბამისი ბონუსების დარიცხვა;

  • არსებულ შეთავაზებებსა და აქციებზე დაკვირვება, მომხმარებელთა მიერ შეთავაზებების პირობების შესრულების მონიტორინგი;

  • ხელმძღვანელის მოთხოვნის საფუძველზე რეპორტების დამუშავება და წარდგენა, მითითებულ ვადებში;

  • მარკეტინგისა და პროდუქტების დეპარატმენტებთან ერთად სხვადასხვა აქციის დაგეგმვა და შედეგების უკუკავშირი.

 

ძირითადი მოთხოვნები:

 

  • სასურველია, უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მათემატიკის, ბიზნესის, სტატისტიკის ან ეკონომიკის მიმართულებით;

  • სასურველია, მსგავსი მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

  • აუცილებელია, Power BI - ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • აუცილებელია, Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • აუცილებელია, ანალიტიკური უნარების ქონა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება/დანახვის უნარი;

  • აუცილებელია, მონაცემებთან მუშაობის კულტურა, სიზუსტე და საკუთარი თუ სხვისი შეცდომების აღმოჩენის უნარი;

 

სამუშაო პირობები:

 

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში

  • სამუშაოს დრო: 11:00-19:00 სთ

  • ადგილმდებარეობა - თბილისი

 

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • ბონუსი;

  • კვება;

  • პარკინგი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

 

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 12 მაისი, 2025.

 

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი