„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
CRM სტრატეგიის შემუშავება ბიზნეს საჭიროებებზე დაყრდნობით;
ყოველთვიური და ყოველკვირეული რეპორტების და მათი ანალიზის მომზადების მონიტორინგი;
დაქვემდებარებული გუნდისთვის დავალებების გაცემა და შესრულებული დავალებების ხარისხზე ზრუნვა;
CRM კამპანიებისგან მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე ახალი ინიციატივების შემუშავება;
მომხმარებლებისთვის შეთავაზებების გაკეთებასთან დაკავშირებული მიდგომების გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში ახალი მიდგომების მოფიქრება;
დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან შემოსული დავალებების შესრულება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია, უმაღლესი განათლება მათემატიკის, ბიზნესის, სტატისტიკის ან ეკონომიკის მიმართულებით;
სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელია, ანალიტიკური აზროვნება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვის უნარი;
აუცილებელია, საოფისე კომპიუტერული პროგრამა Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
ადგილმდებარეობა - თბილისი
ბენეფიტები:
კვარტლური ბონუსი
კვება
კორპორატიული დაზღვევა
პარკინგი
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 სექტემბერი, 2024.
გისურვებთ წარმატებას!