betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.


ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.


  

შესასრულებელი ამოცანები:

  • უსაფრთხოების სისტემებიდან მიღებული ლოგებისა და შეტყობინებების მონიტორინგი, კორელაცია და ანალიზი (SIEM, XDR/EDR და სხვა პლატფორმები);

  • საეჭვო აქტივობებისა და პოტენციური კიბერინციდენტების იდენტიფიკაცია, ანალიზი და Incident Response პროცედურების შესაბამისად რეაგირება;

  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა-პროცედურების დაცვა/შესაბამისობა;

  • უსაფრთხოების ინციდენტების დოკუმენტირება და შესაბამის სისტემებში აღრიცხვა;

  • Cyber Threat Intelligence (CTI) პლატფორმების მონიტორინგი და Threat Hunting აქტივობებში მონაწილეობა;

  • უსაფრთხოების ალერტების ანალიზი Threat Intelligence ინდიკატორებით (IOC) და ორგანიზაციისთვის აქტუალური კიბერსაფრთხეების იდენტიფიკაცია;

  • სისტემების და ინფრასტრუქტურის გაძლიერების პროცესში მონაწილეობა და უსაფრთხოების კონფიგურაციების გაუმჯობესება;

  • Patch Management პროცესის მხარდაჭერა და კრიტიკული მოწყვლადობების აღმოფხვრაში მონაწილეობა;

  • IT გუნდებთან კოორდინაცია უსაფრთხოების განახლებების და კონტროლების დანერგვის მიზნით;

  • უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემების, SIEM/XDR detection rule-ების და SOC პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კიბერუსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;

  • გამოცდილება ლოგების ანალიზში;

  • SIEM, XDR/EDR ან სხვა უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

  • ოპერაციული სისტემების (Windows/Linux) საბაზისო ცოდნა;

  • ქსელური უსაფრთხოების ძირითადი პრინციპების ცოდნა;

  • ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაწყვეტის უნარი;


სასურველია:

  • SOC ში მუშაობის გამოცდილება

  • MITRE ATT&CK Framework-ის ცოდნა

  • Threat Intelligence პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება

  • სკრიპტინგის საბაზისო ცოდნა (PowerShell, Python ან Bash)

  • კიბერუსაფრთხოების სერტიფიკატები, როგორიცაა:

    • Security+

    • CSA EC-Council

    • SANS SEC450

    • CCOA  ISACA 


 სამუშაო პირობები:

  • სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;

  • On - Site

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 აპრილი, 2026.

 

betlive გისურვებთ წარმატებას!


გამოაგზავნეთ განაცხადი