betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.



ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.

 

შესასრულებელი ამოცანები:

  • კომპანიის ოფისის სისუფთავისა და ვიზუალური წესრიგის უზრუნველყოფა

  • სამუშაო და საერთო სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება;

  • ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;

  • სამზარეულოსა და საერთო მოხმარების სივრცეების სისუფთავის უზრუნველყოფა;

  • შეხვედრების ოთახების მოწესრიგება შეხვედრამდე და შეხვედრის დასრულების შემდეგ;

  • ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო კონტროლი;

  • გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემების ან ინვენტარის გაუმართაობის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  ინფორმირება.

  • კომპანიის შიდა წესებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა. 


ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

 

სამუშაო პირობები:

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში.

  • არასტანდარტული გრაფიკი;

  • ადგილმდებარეობა - თბილისი;

  • ანაზღაურება: 1300 ლარი.

 

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 აგვისტო, 2026.

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი