betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
VIP მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათთვის კომპანიაში არსებულ ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
VIP მომხმარებლებისთვის კომპანიაში მიმდინარე აქციებისა და ახლად დანერგილი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ;
VIP მომხმარებლების მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ საკითხში და მათგან შემოსულ მოთხოვნებზე ხარისხიანი და მყისიერი რეაგირება;
VIP მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებების დაგეგმვის ინიცირება/შესრულება;
კომპანიის პროდუქტების - სლოტის, სპორტის, კაზინოს, მინი თამაშების განვითარებაზე ზრუნვა;
VIP მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და მათთვის მუდმივად ხარისხიანი სერვისის მიწოდება;
შეთავაზებული აქციების და მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი უშუალო მენეჯერთან.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
სასურველია, კომპანიის საიტზე არსებული პროდუქტების ცოდნა;
მნიშვნელოვანია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
MS საოფისე პროგრამების ცოდნა;
ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
ანალიტიკური აზროვნების უნარი.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site.
კომპანიის დამატებითი ბენეფიტები:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 7 აპრილი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!