„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
Meta ads-ის, Google ads-ის და სხვა სარეკლამო პლატფორმების მეშვეობით სარეკლამო აქტივობების განხორციელება და მათ ოპტიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, მომხმარებლის ქცევის ანალიზი და რეპორტინგი;
ციფრული მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანალიზი Google analytics-ის და სხვა ციფრული ინსტრუმენტების მეშვეობით;
მომხმარებლის ქცევის მონაცემებზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავება, რეპორტების მომზადება, სარეკლამო ანგარიშების ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა;
მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობაში/ღონისძიებაში მონაწილეობა, A/B ტესტირებების დაგეგმვა სარეკლამო პლატფორმებზე.
ძირითადი მოთხოვნები:
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
სპორტის ცოდნა ჩაითლება უპირატესობად;
Google Ads, Meta Ads, Google Analytics-ის ცოდნა;
DV360-ისა და სხვა პროგრამატიკ პლატფორმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 12:00-19:00 სთ.
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
ბონუსი
კვება
პარკინგი
კორპორატიული დაზღვევა
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 ივნისი, 2025.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!