betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
დამსაქმებლის ბრენდის სტრატეგიის აღსრულება;
თანამშრომელთა ჩართულობის პროგრამებისა და შიდა კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა HR გუნდთან ერთად.
დამსაქმებლის ბრენდის კამპანიების მართვა.
Employer Branding პლატფორმებისა და არხების შექმნა/განვითარება და მუდმივი მართვა შესაბამის დეპარტამენტებთან ერთად.
შიდა კომუნიკაციების მენეჯერთან ერთად შიდა ნარატივის შექმნა - როგორ ვსაუბრობთ ჩვენს გუნდზე, კულტურაზე და ღირებულებებზე;
დამსაქმებლის ბრენდის სასპონსორო კამპანიებისა, კოლაბორაციების და სპონსორშიპების მართვა.
Employer Branding კონტენტ-ლაინების შექმნა კონტენტის გუნდთან ერთად (ტალანტების ისტორია, კულტურა, განვითარება, ბენეფიტები და სხვ.);
შიდა ვიდეოების და ვიზუალური კონტენტის შექმნაზე მუშაობა კონტენტ-გუნდთან ერთად;
კანდიდატების გამოცდილების გაუმჯობესების ინიციატივები: კომუნიკაციის ტონი, ვიზუალიზაცია, განაცხადიდან Offer -მდე გზის გამარტივება.
Brand guidelines -ის დაცვაზე ზრუნვა - ბრენდის ტონი, ვიზუალი და მესიჯები თანხვედრაში იყოს როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლის კომუნიკაციასთან.
კამპანიების ეფექტურობის შეფასება წინასწარ შეთანხმებული KPI-ების მიხედვით;
EVP -ს (Employer Value Proposition) ჩამოყალიბება და განახლება HR-თან ერთად;
EVP -ს ყველა არხში ინტეგრაცია: ვაკანსიები, შიდა კომუნიკაციები, ბრენდის ვიზუალი;
EVP კომპონენტების (ბენეფიტები, კულტურა, განვითარება და სხვ.) პერიოდული შეფასება – რამდენად არის თანამშრომელთა რეალურ გამოცდილებასთან სინქრონში.
მიღებული შედეგების რეპორტინგი HR Head-თან და C-level -თან
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინ. 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, კომუნიკაციებში ან HR-ში.
აუცილებელია ,გამოცდილება Employer Branding, Internal Communications მიმართულებით;
უნარი იმუშაოს როგორც შემოქმედებითად, ასევე სტრუქტურულად – იდეიდან პროცესის აწყობამდე და შესრულების მონიტორინგამდე;
ძლიერი storytelling უნარები — ადამიანების ისტორიების გადმოცემა ემოციურად, ჭეშმარიტად და ბრენდის ტონალობაში;
გამოცდილება პროექტების მართვასა და სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციაში;
ქართული და ინგლისური ენების სრულფასოვანი ცოდნა – როგორც წერით, ასევე ზეპირ კომუნიკაციაში.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 თებერვალი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!