betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
ვებ-ზე ორიენტირებული პროექტების შექმნა და განვითარება;
აქტიური მონაწილეობის მიღება როგორც პროექტის ან/და მოდულების არქიტექტურის დაგეგმარებისას, ასევე კოდის განხილვის პროცესში.
დეველოპმენტ სტანდარტების გამოყენებით კოდის წერა;
დეველოპმენტ ციკლის დროს "სორს კონტროლის" ეფექტური გამოყენება;
ახალი ვებ ტექნოლოგიების კვლევა/გამოყენება
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება Front-End დეველოპერის პოზიციაზე;
HTML, CSS, JavaScript (ES6) მაღალ დონეზე ცოდნა;
Angular;
TypeScript;
RxJS;
Responsive web design;
Flexbox Layout;
GIT;
NodeJs -ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სასურველი უნარები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ანალიტიკური აზროვნება;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდურად მუშაობის უნარი;
ორგანიზებულობა.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
Hybrid.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ყოველთვიური ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 მარტი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!