„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
სოციალური მედიისთვის ბანერების ვიზუალური კონცეფციის შემუშავება;
მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალებისა და Thumbnail-ების შექმნა;
ბანერების ადაპტირება სხვადასხვა პლატფორმისა და ფორმატისთვის, ბრენდის იდენტობისა და კონცეფციის შესაბამისად;
დამუშავებული ვიზუალის სიზუსტისა და ხარისხის უზრუნველყოფა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია, გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
სასურველია, სამონტაჟე პროგრამების (Adobe Premiere, After-effects, 3D) ცოდნა;
სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
სამუშაო პირობები:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;
ადგილმდებარეობა - თბილისი.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 27 დეკემბერი, 2024.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!