„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.



ძირითადი მოვალეობები:


Admin, PMS, Benefits:

  • დოკუმენტაციის მართვა;

  • ხელფასების ადმინისტრირება; 

  • შრომის კანონმდებლობის და შიდა პოლიტიკის დაცვა, თანამშრომლების დისციპლინური საკითხების ადმინისტრირება;

  • შეფასების სისტემის მართვა;

  • კომპანიის ბენეფიტებზე მუშაობა: ადმინისტრირება, კვლევები, ხელშეკრულებები, პოლისების კონტროლი და რეპორტინგი. 


L&D:


  • თანამშრომლების სწავლების საჭიროებების შეფასება და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა;

  • ტრენინგების ორგანიზება და მათი შედეგების მონიტორინგი;

  • L&D ბიუჯეტის მართვა.


HR analytics:


  • HR ანალიტიკა: ადამიანური რესურსების მეტრიკების და KPI-ების მონიტორინგი; კვარტალურად მონაცემების დამუშავება და ანალიზი.

  • თანამშრომლების ჩართულობის და კმაყოფილების კვლევა. 

  • მონაცემების პრეზენტაცია და კვარტალური რეპორტინგი.


ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია, უმაღლესი განათლება, ბიზნეს ადმინისტრირებისა ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;

  • სასურველია, HR  სოფტში მუშაობის გამოცდილება;

  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

  • აუცილებელია,  საოფისე კომპიუტერული პროგრამა Excel-ის ცოდნა;

  • აუცილებელია, შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

სამუშაო პირობები:

 

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე;

  • ადგილმდებარეობა - თბილისი.


კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 25 ოქტომბერი, 2024.

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!


გამოაგზავნეთ განაცხადი