„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
კომპანიაში არსებული ინფორმაციული, ინფრასტრუქტურული, ქსელური, სისტემური უსაფრთხოების შეფასება;
ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავება და რეალიზაცია;
სხვადასხვა Access წვდომების შეფასება, მატრიცების შექმნა და კონტროლი;
ინფრასტრუქტურის მოწყვლადობების აღმოჩენა და შეფასება;
ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებისა და ინციდენტების იდენტიფიკაციის მექანიზმების შემუშავება;
ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების გამოვლენა, შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოლიტიკების, მეთოდოლოგიებისა, შიდა პროცედურების შემუშავება და დანერგვა;
კიბერ ინციდენტების ანალიზი, ანგარიშების შედგენა, დეტექციური და პრევენციული მექანიზმების დანერგვა;
კომპანიის თანამშრომლების ცნობადობის ამაღლების ტრენინგების უზრუნველყოფა;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერების ან უსაფრთხოების სფეროში.
საერთაშორისო სტანდარტების (ISO, NIST, COBIT და სხვა) პრინციპების ცოდნა;
ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
მოქნილობა და ოპერატიულობა;
გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 26 მარტი, 2025.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!