betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
ახალი პროექტების მიღება და მიმდინარე პროექტებზე ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, მომიჯნავე დეპარტამენტებთან ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
პროექტის განსახორციელებლად სრული ინფორმაციისა და მატერიალების მოგროვება, შესაბამისი განყოფილებების დასტურით და შემსრულებელთან მიწოდება;
პროექტის პროგრამულ მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობა, პროდუქტის დაწყებიდან სრულყოფილ მდგომარეობამდე, დეველოპერების გუნთან ერთად;
ბიზნესის მოთხოვნების საფუძველზე, საჭირო დოკუმენტაციების შედგენა დეველოპერებისთვის;
დეპარტამენტში შემოსული პროექტის მონიტორინგი, საპილოტე რეჟიმში დაკვირვება და დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის სისტემატიურ შეფასება/კონტროლში მონაწილეობის მიღება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
ინგლისური ენის ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვარტლური ბონუსი;
კვება;
პარკინგი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 23 მარტი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!