IT Infrastructure Deputy Head
„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის IT ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება;
სისტემური ადმინისტრირების, ქსელის უსაფრთხოებისა და ტექნიკური მხარდაჭერის პროცესებში ჩართულობა;
IT პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
კომპანიისთვის საჭირო IT პროდუქტების მოძიებასა და დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა უსაფრთხოებისა და სარეზერვო სისტემების მართვაში ჩართულობა;
ტექნიკური რეპორტების, სტატისტიკისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან;
სხვა დეპარტამენტებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია და კოორდინაცია;
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან დაკავშირებული დარგის მიმართულებით;
აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება
აუცილებელია, თანამედროვე ტექნოლოგიების, IT ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების პრინციპების ცოდნა; (Vmware Products: Vmware ESXi, vCenter; MS Windows Server, AD, Exchange e.t.c; Linux Systems; Networking: Cisco Switches, Cisco routers, Cisco ASA Firewall, Fortigate, Mikrotik, VoIP: Asterisk. Proxy and Reverse proxy Technology’s, Server hardware, Storage Systems)
აუცილებელია, ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ;
ადგილმდებარეობა - თბილისი.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვარტლური ბონუსი;
კვება;
პარკინგი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 12 ნოემბერი, 2025.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!