IT Operations Security Manager
betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
IT სისტემებისა და სერვისების შესაბამისობის უზრუნველყოფა ორგანიზაციის უსაფრთხოების პოლიტიკებთან და ოპერაციულ სტანდარტებთან;
მონაწილეობის მიიღება ინფრასტრუქტურის ცვლილებების უსაფრთხოების შეფასებაში;
უსაფრთხო კონფიგურაციის სტანდარტების გამოყენების უზრუნველყოფა სერვერებზე, სამუშაო სადგურებზე, ქსელურ მოწყობილობებსა და cloud სერვისებზე;
ოპერაციული სისტემებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საბაზისო კონფიგურაციების (security baselines) შემუშავება და მართვა;
სისტემების კონფიგურაციის პერიოდული გადამოწმება უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით;
IT სისტემებსა და ინფრასტრუქტურაში უსაფრთხოების განახლებებისა და პატჩების მართვის პროცესის დაგეგმვის უზრუნველყოფა, კოორდინაცია და განხორციელებაში მონაწილეობა;
პატჩების შესაბამისობის მაჩვენებლების კონტროლი და აღმოჩენილი ხარვეზების დროული აღმოფხვრა;
წვდომის მართვის პოლიტიკების სწორად განხორციელების უზრუნველყოფა IT სისტემებში;
პერიოდულად, ადმინისტრაციული და პრივილეგირებული ანგარიშების გამოყენების შემოწმება.
კრიტიკული სისტემების წვდომის პერიოდულ აუდიტში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ინფორმაციული უსაფრთხოების პრინციპების, ქსელური პროტოკოლებისა და უსაფრთხოების ტექნოლოგიების ცოდნა;
ოპერაციული სისტემების Linux (Ubuntu, RHEL, CentOS, Rocky) და Windows Server ადმინისტრირების და troubleshooting-ის პრაქტიკული გამოცდილება. უსაფრთხოების პრაქტიკების ცოდნა (hardening);
Group Policy (GPO) და Linux configuration management ხელსაწყოების გამოყენების გამოცდილება;
გამოცდილება enterprise ინსტრუმენტებთან: WSUS / SCCM / Microsoft Intune (ანალოგებთან);
Patch management lifecycle-ის პრაქტიკული ცოდნა;
დამოუკიდებლად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 აპრილი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!