„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

 

შესასრულებელი ამოცანები:

 

  • კომპანიის შიდა და გარე ივენთების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და იმპლემენტაცია;

  • ივენთის შინაარსობრივ და ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა;

  • კონტენტის შექმნის პროცესში მონაწილეობა და მეთვალყურეობის გაწევა;

  • სხვადასხვა ლოკაციაზე სარეკლამო მასალების განთავსების მონიტორინგი;

  • კომპანიის სარეკლამო და მარკეტინგული საქმიანობისათვის საჭირო მომწოდებლებთან ურთიერთობა და მოლაპარაკებების წარმოება;

  • პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;

  • მარკეტინგის დეპარტამენტში პროექტებზე მიბმული თასქების ბრიფების შედგენა და დედლაინების მონიტორინგი;

  • ახალი იდეების გენერირება მარკეტინგის თიმთან ერთად;


ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;

  • აუცილებელია, პოპულარული სპორტის სახეობების ცოდნა;

  • აუცილებელია, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

  • აუცილებელია, კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

  • სოციალური მედიის პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.


სამუშაო პირობები:

 

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.

  • ადგილმდებარეობა - თბილისი

 

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 ივლისი, 2025.

 

ბეთალივი გისურვებთ წარმატებას!


გამოაგზავნეთ განაცხადი