Jira Administrator
betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
Jira-ს არსებული Workflow-ების მართვა, მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება;
Jira-ს კონფიგურაციების (Issue Types, Screens, Fields, Permissions, Notifications) ადმინისტრირება და განახლება;
Product Owner-ებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების მოთხოვნების საფუძველზე, Jira-ს სამუშაო პროცესებსა და კონფიგურაციებში ცვლილებების განხორციელება;
Jira-ს პროექტების, Scrum/Kanban Board-ებისა და Sprint-ების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
მომხმარებლების, როლებისა და წვდომების მართვა ორგანიზაციის შიდა პოლიტიკის შესაბამისად;
Jira-ს ტექნიკური და კონფიგურაციული პრობლემების იდენტიფიცირება, ანალიზი და აღმოფხვრა;
არსებული Automation Rules-ის მონიტორინგი, მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება;
გუნდებისთვის Jira-ს გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური მხარდაჭერისა და კონსულტაციის გაწევა;
Jira-ს სტრუქტურისა და კონფიგურაციების თანმიმდევრულობის შენარჩუნება და ცვლილებების გავლენის კონტროლი სხვა გუნდებისა და პროექტების სამუშაო პროცესებზე;
Jira-ს კონფიგურაციების, Workflow-ებისა და განხორციელებული ცვლილებების ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება და განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან მონათესავე მიმართულებით;
Jira-ს ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
Jira-ს Workflow-ების, პროექტების, Board-ებისა და კონფიგურაციების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
Issue Types, Screens, Fields, Permissions, Notifications და Automation Rules-თან მუშაობის ცოდნა;
Scrum და Kanban მეთოდოლოგიებისა და Agile პრინციპების ცოდნა;
მომხმარებლების, როლებისა და წვდომების მართვის გამოცდილება;
ტექნიკური და კონფიგურაციული პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და განახლების უნარი;
ანალიტიკური აზროვნების, პრობლემების გადაჭრისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!