„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე. ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

 

შესასრულებელი ამოცანები:

 

  • არსებულ და პოტენციურ დამკვეთებთან კომუნიკაცია;

  • დამკვეთებისთვის საჭირო შეთავაზებების, პრეზენტაციების მომზადება/შემუშავება;

  • კრეატიულ გუნდთან ერთად შეთავაზებების დამუშავება, რესურსების სწორად განსაზღვრა;

  • ჩართული დეპარტამენტებისთვის ბრიფების გაწერა;

  • საკომუნიკაციო სტრატეგიის დაგეგმვა, სამოქმედო გეგმის შედგენა და ვადების მინიჭება;

  • ბრენდის იდენტობის დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში და კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდის (www.betlive.com) ტექსტუალური და ვიზუალური ნაწილის კონტროლი;

  • კომპანიისათვის საჭირო საკომუნიკაციო და სარეკლამო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა, შესრულება და კონტროლი;

 

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით;

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;

  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

 

 სამუშაო პირობები:

 

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.

  • ადგილმდებარეობა - თბილისი

  

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • ბონუსი

  • კვება

  • კორპორატიული დაზღვევა

  • პარკინგი

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება

  

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 29 აპრილი, 2024.

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!


გამოაგზავნეთ განაცხადი

თქვენი განაცხადის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „ბეთლაივმა“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინიზ გამზ., N41) დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს შპს „ბეთლაივის“ მიერ აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება მოქმედი ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან, აპლიკანტსა და შპს „ბეთლაივს“ შორის შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით, რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აპლიკანტი უფლებამოსილია ელექტრონულ ფოსტაზე: hrteam@betlive.com მიმართვის გზით მოითხოვოს ინფორმაცია შპს „ბეთლაივის“ მიერ მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com