ბეთლაივი არის ინოვაციური და დაცული სათამაშო სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უნიკალურ პროდუქტებს აზარტის ყველა სფეროში. 


ბეთლაივი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • კომპანიაში შემომავალ ზარებზე პასუხი და მომხმარებლისთვის, მის მიერ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით, სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;

  • მომხმარებლების ანგარიშებთან და ფსონებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარებაში დახმარება.


სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  •  უმაღლესი განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  •  სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.


აუცილებელი ცოდნა და უნარები:


  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

  • გამართული მეტყველების უნარი;

  • კომუნიკაბელურობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;


სამუშაო გრაფიკი:


  • სრული/არასტანდარტული სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს როგორც დღის, ასევე ღამის სამუშაო ცვლას;

  • 12-16 სამუშაო დღე თვის განმავლობაში;

  • ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი up to 50%

  • მდებარეობა: თბილისი.



კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • ბონუსი

  • კვება

  • პარკინგი

  • კორპორატიული დაზღვევა

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი

თქვენი განაცხადის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „ბეთლაივმა“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინიზ გამზ., N41) დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს შპს „ბეთლაივის“ მიერ აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება მოქმედი ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან, აპლიკანტსა და შპს „ბეთლაივს“ შორის შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით, რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აპლიკანტი უფლებამოსილია ელექტრონულ ფოსტაზე: hrteam@betlive.com მიმართვის გზით მოითხოვოს ინფორმაცია შპს „ბეთლაივის“ მიერ მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com