„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.


შესასრულებელი ამოცანები:

 

  • ვებ-ზე ორიენტირებული პროექტების შექმნა და განვითარება;

  • აქტიური მონაწილეობის მიღება როგორც პროექტის ან/და მოდულების არქიტექტურის დაგეგმარებისას, ასევე კოდის განხილვის პროცესში.

  • დეველოპმენტ სტანდარტების გამოყენებით კოდის წერა;

  • დეველოპმენტ ციკლის დროს "სორს კონტროლის" ეფექტური გამოყენება;

  • ახალი ვებ ტექნოლოგიების კვლევა/გამოყენება

 

 ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • .NET Core framework-თან მუშაობის გამოცდილება

  • RESTful API-სთან მუშაობის გამოცდილება

  • რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება

  • C# ენის ცოდნა

  • Git-თან მუშაობის გამოცდილება.

  • სასურველია, მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება

  

სასურველია:


  • OAuth 2 authorization framework-თან მუშაობის გამოცდილება

  • JavaScript, HTML და CSS-ზე მუშაობის საბაზისო გამოცდილება

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი

  • გუნდურად მუშაობის უნარი

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

 

სამუშაო პირობები:


  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.

  • ადგილმდებარეობა - თბილისი

 

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ყოველთვიური ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 მაისი, 2024.


ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!


გამოაგზავნეთ განაცხადი

თქვენი განაცხადის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „ბეთლაივმა“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინიზ გამზ., N41) დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს შპს „ბეთლაივის“ მიერ აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება მოქმედი ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან, აპლიკანტსა და შპს „ბეთლაივს“ შორის შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით, რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აპლიკანტი უფლებამოსილია ელექტრონულ ფოსტაზე: hrteam@betlive.com მიმართვის გზით მოითხოვოს ინფორმაცია შპს „ბეთლაივის“ მიერ მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com