კაზინოს პროვაიდერების პორტფოლიო მენეჯერი
betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
პროვაიდერების პორტფოლიოს მართვა და განვითარება;
ახალი პროვაიდერების იდენტიფიცირება, შერჩევა და onboarding -ის პროცესის კოორდინაცია;
დოკუმენტაციისა და SLA -ის მონიტორინგი და პერიოდული გადახედვა;
პროვაიდერებთან კომერციულ პირობებზე მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმებული პირობების მართვა;
რეპორტების გაცნობა, მონაცემების ანალიზი და ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი.
ჩართულ რგოლებთან/დეპარტამენტებთან წერილობითი კომუნიკაცია იურიდიული დეპარტამენტი, მარკეტინგი და ა.შ.;
საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა შიდა და გარე შეხვედრის ორგანიზება და კოორდინაცია;
საჭიროებიდან გამომდინარე, კომუნიკაცია სხვადასხვა დეპარტამენტთან და გარე პარტნიორებთან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია, ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
აუცილებელია, IGAMING ინდუსტრიის გამოცდილება;
მოლაპარაკების უნარი;
პრობლემების გადაჭრისა და ესკალაციის მართვის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
პროექტებისა და ჩართული მხარეების მართვის უნარი;
Product-centric აზროვნება;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ;
ადგილმდებარეობა - თბილისი.
On - site.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 აგვისტო, 2026.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!