ინოვაციური გასართობი ონლაინ თამაშების კომპანია betlive ეძებს ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლებს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, რომლებიც მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილების მიღებაში დაეხმარებიან. თუკი მომსახურების ინდუსტრიაში უკვე გარკვეულ გამოცდილებას ფლობ ან აღნიშნული პოზიციით დაინტერესდი, betlive შენს მისაღებად მზადაა!
რას გააკეთებ?
უპასუხებ შემოსულ ზარებს: შენ იქნები betlive-ის ხმა და მომხმარებლის გზათმკვლევი!
დაეხმარები მომხმარებლებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;
იქნები ამომწურავი ინფორმაციის მომწოდებელი;
რა უნარები უნდა ჰქონდეს კანდიდატს?
განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
გამოცდილება: გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
კომუნიკაციის უნარი: ჩვენი ძლიერი მხარეა მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის თავისუფლად და გამართულად გაზიარება;
გუნდური მოთამაშე: betlive-ის დინამიურ გუნდში კომუნიკაბელურობასა და გუნდური მუშაობის უნარს განსაკუთრებით ვაფასებთ;
სამუშაო პირობები:
კვირაში 2-4 სამუშაო დღე (თვეში 14-16 სამუშაო დღე);
დღისა და ღამის ცვლები;
ანაზღაურება: 900 ლარი + 30%-მდე ბონუსი!
მდებარეობა: ქალაქი თბილისი;
დამატებითი შეთავაზებები/უპირატესობები:
პერფორმანსზე დაფუძნებული ბონუსი;
უფასო კვება;
პარკინგი;
კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;
კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
თუკი ამ ვაკანსიით დაინტერესდი და მზად ხარ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი გახდე, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!