ქოლ-ცენტრის თანამშრომელთა მხარდაჭერისა და განვითარების მენეჯერი
„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
ქოლ ცენტრის შიდა კომუნიკაციისა და სამუშაო პროცესების მართვა/ გაუმჯობესება/კონტროლი;
მომსახურების პროცესის კონტროლი;
ახალი თანამშორმლების შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება;
ყველა გატარებული სიახლის და კომპანიის მიერ გამოცემული ბრძანებების შესახებ დაქვემდებარებული თანამშრომლების ინფორმირება.
ქოლ ცენტრის შიდა კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება. საკომუნიკაციო არხების შემუშვება/განვითარებაზე ზრუნვა;
თანამშრომელთა ცოდნის, უნარების და შესაძლებლობების შეფასება;
დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარების პროგრამის შემუშავება და ზედამხედველობა;
თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია, უმაღლესი განათლება;
პრიორიტეტად ჩაითვლება, სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
ინგლისური ენის ცოდნა;
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 მაისი, 2025.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!