betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.


ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.


შესასრულებელი ამოცანები:

  • კონტაქტ ცენტრის ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;

  • განხორციელებული ზარების, ჩატისა და ელექტრონული ფოსტის მიმოწერის მონიტორინგი და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კონტაქტ ცენტრის ოპერატორებისთვის უკუკავშირის გაცემა;

  • სამუშაო პროცედურების მუდმივი გაუმჯობესებისა და დახვეწის უზრუნველყოფა;

  • აქტუალური საკითხებისა და სამუშაო განრიგების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

  • უშუალო ხელმძღვანელისთვის, სამუშაო პროცესისა და სიახლეების შესახებ, ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა;

  • ახალი თანამშრომლებისთვის, დაგეგმილი საორიენტაციო ტრენინგისა და ტესტირების პროცესის მონიტორინგი;

  • შიდა სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მონიტორინგი;

  • დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი და მათთვის უკუკავშირის დაბრუნება;

  • მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა ფუნქციონალის დამატების, გაუმჯობესებისა და ამოღების ინიციირება და განყოფილების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;

  • მომიჯნავე დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია;

  • კომპანიის მიერ გაცემული ბრძანებებისა და შიდა სიახლეების შესახებ დაქვემდებარებული თანამშრომლების ინფორმირება.


ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;

  • მომსახურების სფეროში, ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • სამუშაო პროცესში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;

  • ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლებისთვის უკუკავშირის მიწოდების უნარი;

  • გუნდის მართვისა და სამუშაო პროცესების ორგანიზების უნარი.


სამუშაო პირობები:

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში;

  • სამუშაოს დრო: 10:00 - 19:00 სთ;

  • ადგილმდებარეობა - თბილისი;

  • On-site.



კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 28 ავისტო, 2026.

 

betlive გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი