„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
მარკეტინგული კამპანიების სრულფასოვანი კოორდინაცია — იდეის შექმნა, დაგეგმა, განხორციელება და ანალიზი;
კომპანიისათვის საჭირო საკომუნიკაციო და სარეკლამო ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა, შესრულება და კონტროლი;
პროექტის გეგმის შექმნა, მონიტორინგი, ბიუჯეტირება, ჩართული დეპარტამენტებისთვის ბრიფების გაწერა მისი მასშტაბის, მიზნების, ვადებისა და რესურსების განსაზღვრა;
ყველა მარკეტინგული მასალის შესაბამისობა ბრენდის სტანდარტებსა და კამპანიის მიზნებს შორის, ბრენდის იდენტობის დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში და კომპანიის კუთვნილი ვებ-გვერდის (www.betlive.com) ტექსტუალური და ვიზუალური ნაწილის კონტროლი;
ანალიტიკის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების ეფექტიანობის გასაზომად და გაუმჯობესების გზების დასადგენად;
პოტენციური რისკებისა და ბარიერების დროული აღმოჩენა და პრევენცია.
ძირითადი მოთხოვნები:
მინიმუმ 1- 3 წლიანი გამოცდილება პროექტების მართვაში, სასურველია, მარკეტინგის ან სარეკლამო სააგენტოში;
გამოცდილება პროექტების მართვის პლატფორმებში (მაგ. Asana, Trello, Jira, Monday.com);
ერთდროულად რამდენიმე პროექტის მართვის უნარი, აქტიურ გარემოში.
ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, კომუნიკაციებში, ბიზნეს ადმინისტრირებასა ან მსგავს სფეროში. PMP ან მსგავსი სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად.
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
ბონუსი
კვება
პარკინგი
კორპორატიული დაზღვევა
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2025.