betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
ETL/ELT ფაიფლაინების დიზაინი, განვითარება და მხარდაჭერა, მათ შორის, მონაცემების source სისტემებიდან ამოღება, ტრანსფორმაცია და მოდელირებულ ფენებში ჩატვირთვა;
SQL ტრანსფორმაციების შემუშავება მოთამაშისა და კამპანიის დონის მონაცემთა ცხრილების შესაქმნელად და მათი სიზუსტისა და თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა source სისტემებში ცვლილებების შემთხვევაში;
ინკრემენტული მონაცემთა ჩატვირთვის პროცესების სწორი იმპლემენტაცია, მათ შორის დედუპლიკაცია, დაგვიანებით მიღებული მონაცემების დამუშავება, უსაფრთხო re-run პროცესები და backfill ოპერაციები;
მონაცემთა ჩატვირთვის პროცესების შესრულების ოპტიმიზაცია, წარმადობის პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ეფექტიანი გადაწყვეტა;
მონაცემთა ფაიფლაინების მონიტორინგისა და data quality კონტროლის მექანიზმების დანერგვა, მათ შორის row count, freshness, დუპლიკატებისა და null მნიშვნელობების კონტროლი და source მონაცემებთან რეკონსილიაცია;
CRM მიმართულებისთვის Power BI რეპორტების შემუშავება და მხარდაჭერა;
Power BI რეპორტინგის საფუძვლად არსებული semantic model-ის სწორი სტრუქტურის უზრუნველყოფა, მათ შორის star schema-სა და measure-ების გამოყენება;
არასტრუქტურირებული ან ბუნდოვანი ბიზნეს-მოთხოვნების ანალიზი და მათი კონკრეტულ, გაზომვად მეტრიკებად გარდაქმნა შესაბამისი მოთხოვნის შესრულების დაწყებამდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია, მინიმუმ 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
SQL-ის ცოდნა, განსაკუთრებით ETL ტრანსფორმაციების მიმართულებით;
მრავალსაფეხურიანი SQL ლოგიკის, ფუნქციების, CTE-ების, window functions-ისა და aggregation-ების პრაქტიკული ცოდნა;
გამოცდილება მინიმუმ ერთ BI ინსტრუმენტთან. სასურველია, Power BI; ასევე მისაღებია Tableau, Looker ან Qlik;
SQL query-ების ოპტიმიზაციის პრაქტიკული გამოცდილება და განხორციელებული ცვლილებებისა და მათი მიზეზების არგუმენტირებულად ახსნის უნარი;
მონაცემთა სიზუსტისა და ხარისხის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობისა და ყურადღების დემონსტრირება;
ინგლისური ენის ცოდნა;
სასურველია:
Python-ის ცოდნა, მათ შორის requests და pandas ბიბლიოთეკებთან მუშაობის გამოცდილება და არსებული სკრიპტების წაკითხვისა და მოდიფიცირების უნარი;
სვეტოვან ანალიტიკურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
Scheduled job-ების, cron სკრიპტების ან სხვა ტიპის ავტომატიზებული პროცესების შექმნის გამოცდილება;
API-ებისა და JSON-ის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2 სექტემბერი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!