betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
Motion დიზაინების შექმნა
3D ვიზუალების შექმნა;
2D და 3D ანიმაციებზე მუშაობა;
კომპანიის, როგორც შიდა, ასევე გარე პროექტებზე ჩართულობა, საჭიროებიდან გამომდინარე;
ძირითადი მოთხოვნები:
Adobe პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - Photoshop, After Effects;
ჩამოთვლილიდან აუცილებელია რომელიმე 3D რედაქტორის მაღალ დონეზე ცოდნა - 3ds max/maya/blender/cinema4d;
მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
ყურადღება დეტალების მიმართ;
ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 მარტი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!