betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
შეხვედრების დაგეგმვა, საკონფერენციო ოთახების კალენდრის მართვა;
საკონფერენციო ოთახების მოწესრიგება და მონიტორინგი;
შეხვედრების დოკუმენტირება, C ლეველის მოთხოვნის შესაბამისად;
საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერა;
კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, პრეზენტაციების მომზადება დირექტორების დავალებით;
თანამშრომლებისთვის გამართული სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისა და კონფერენციების ფარგლებში მივლინებების ორგანიზება;
დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
აუცილებელია, საოფისე პროგრამების (MS Office – Word, Excel, Outlook) ცოდნა.
აუცილებელია, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 3 თებერვალი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!
;