„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

 

 

შესასრულებელი ამოცანები:

 

  • ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

  • შეხვედრების დაგეგმვა, საკონფერენციო ოთახების კალენდრის მართვა;

  • საკონფერენციო ოთახების მოწესრიგება და მონიტორინგი;

  • საკანცელარიო მარაგების მართვა და  საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან კომუნიკაცია;

  • თანამშრომლებისთვის გამართული სხვადასხვა ტიპის შეხვედრებისა და კონფერენციების ფარგლებში მივლინებების ორგანიზება;

  • დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

  • აუცილებელია, საოფისე პროგრამების (MS Office – Word, Excel, Outlook) ცოდნა.

  • აუცილებელია, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვა და  დეტალებზე ორიენტირებულობა;

 

სამუშაო პირობები:

 

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათამდე;

ადგილმდებარეობა - თბილისი.

 

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 8 აპრილი, 2025.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი