Payments Product Owner
betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
ბანკებთან და გადახდის მომსახურების პროვაიდერებთან (PSP) თანამშრომლობა და კომერციული მოლაპარაკებების წარმოება;
საკომისიოებისა და ტრანზაქციებთან დაკავშირებული ხარჯების ოპტიმიზაცია;
ახალი გადახდის მეთოდების მოძიება, ინიცირება და დანერგვის პროცესის კოორდინაცია;
ტრანზაქციების დამტკიცების მაჩვენებლისა და კონვერსიის დონის გაუმჯობესება;
გადახდებთან დაკავშირებული ძირითადი მაჩვენებლების ანალიზი და ანგარიშგება;
ფინანსურi და რისკების მართვის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
თაღლითური ოპერაციების და დავების (ჩარჯბექების) რისკის შემცირების ინიციატივებში მონაწილეობა;
ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
აუცილებელია, სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;
აუცილებელია, ინგლიური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
ბანკებთან და PSP-ებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
Excel - ის მაღალ დონეზე ცოდნა, Power BI - ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ძლიერი ანალიტიკური უნარი;
კარგი მოლაპარაკების უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ყოველთვიური ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 მარტი, 2026.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!