„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

 

ძირითადი ამოცანები:


  • მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამსაქმებლისა და მისი თანამშრომლების ინფორმირება, მათ შორის, ტრენინგების ჩატარება, კონსულტაციისა და მეთოდური დახმარების გაწევა;

  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა რელევანტურ სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილებების მონიტორინგი და დამსაქმებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული შიდა რეგულაციების, მათ შორის და არა მხოლოდ, კანონმდებლობით მოთხოვნილი პოლიტიკების/დოკუმენტაციის შემუშავება;

  • კანონმდებლობისა და შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგი;

  • მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;

  • წარმომადგენლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ურთიერთობაში. მისი მოთხოვნით ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარდგენა და მისი მითითებებისა და რეკომენდაციების შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

  • მონაცემთა სუბიექტის მიმართვის შემთხვევაში, მისთვის მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

  • პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პერიოდული ანგარიშის მომზადება და დამსაქმებლისთვის წარდგენა;

  • მონაცემთა დამუშავების არსებული პროცესების საფუძვლიანი შესწავლა, არსებული ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და მისი გამოსწორებისათვის რეკომენდაციების გაცემა და შესაბამისობის მონიტორინგი;

  • მონაცემთა დამუშავების სტანდარტების ამაღლების მიზნით სხვა ფუნქციების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება, იურიდიული მიმართულებით;

  • აუცილებელია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონებისა და პრაქტიკების ცოდნა;

  • აუცილებელია, ინგლისური ენის ცოდნა;

  • მნიშვნელოვანია, კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ძლიერი ანალიტიკური უნარები;

  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ერთდროულად სხვადასხვა პროექტზე მუშაობის უნარი;

 

სამუშაო პირობები:

 

გრაფიკი - სტანდარტული

ადგილმდებარეობა - თბილისი

 


 კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

 

  • ბონუსი

  • კვება

  • კორპორატიული დაზღვევა

  • პარკინგი

  • პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 17 სექტემბერი, 2024.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

თქვენი განაცხადის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ შპს „ბეთლაივმა“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინიზ გამზ., N41) დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს შპს „ბეთლაივის“ მიერ აპლიკანტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება მოქმედი ან/და სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებთან, აპლიკანტსა და შპს „ბეთლაივს“ შორის შრომითი ურთიერთობის წარმოშობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 1.5 წლის (წელიწადნახევრის) ვადით, რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. აპლიკანტი უფლებამოსილია ელექტრონულ ფოსტაზე: hrteam@betlive.com მიმართვის გზით მოითხოვოს ინფორმაცია შპს „ბეთლაივის“ მიერ მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, შევსება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com