betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.


ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.

 

 

შესასრულებელი ამოცანები:

  • დირექტორის ასისტირება სხვადასხვა საკითხში;

  • საქმიანი კომუნიკაცია (ელ. ფოსტით, ტელეფონით და სხვა საშუალებებით) პარტნიორებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და თანამშრომლებთან;

  • დირექტორის კალენდრის მართვა, ოფიციალური შეხვედრების და მივლინებების ორგანიზება;

  • შეხვედრებზე დასწრება და საჭიროების შემთხვევაში, ვიზუალური მასალის მომსადება;

  • ტოპ-მენეჯმენტისთვის უცხო ქვეყნებში გამართული სხვადასხვა ტიპის შეხვედრების და კონფერენციების ფარგლებში მივლინებების ორგანიზება (ფრენების, სასტუმროების და სხვა. დაჯავშნა, ღონისძიებებზე რეგისტრაცია);

  • სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლების ინფორმირება, მათგან საჭირო ინფორმაციის მიღება;

  • დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

  • ინგლისური ენა მაღალ დონეზე;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • ანალიტიკური უნარები;

  • კომუნიკაბელურობა.


 სამუშაო პირობები:

  • სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;

  • On - Site.

 

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.


კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 16 მარტი, 2026.

 

betlive გისურვებთ წარმატებას!


გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს „ბეთლაივი“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზ., N41) კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: • ბეთლაივი თქვენ შესახებ დაამუშვებს ვაკანსიის განაცხადში და რეზიუმეში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს (მაგ. სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.). • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 6 წლის ვადით (საშუალო მენეჯმენტის ქვემოთ ნებისმიერი კანდიდატის ინფორმაცია - 2 წლის ვადით; საშუალო მენეჯმენტის კანდიდატის მონაცემები: 4 წლის ვადით და უმაღლესი მენეჯმენტის კანდიდატის 6 წლის ვადით), რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.; • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს „ბეთლაივი“ ამუშავებს თქვენ შესახებ ასევე, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი მარიამ მიქელთაძე: DPO@betlive.com ან ადამიანური რესურსების განყოფილება: hrteam@betlive.com • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. • შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com.