„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.

ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.

  

შესასრულებელი ამოცანები:


  • პოკერისა და  P2P თამაშების პროდუქტების განვითარებაზე ზრუნვა;

  • პროდუქტის შესახებ ცნობადობის ამაღლება, პოპულარიზაცია, მისი რედიზაინი, UI/UX გაუმჯობესება;

  • არსებულ მომხმარებლებზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა;

  • ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით, წამახალისებელი აქციების დაგეგმვა, განხორციელება და მათი ანალიზი;

  • პოკერის  პროდუქტის ფარგლებში, ტურნირების დაგეგმვა, ბადის აწყობა, მონიტორინგი;

  • მომიჯნავე დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია, მათთან ერთად საჭირო მატერიალების მომზადება, საიტზე განთავსება;

  • პროდუქტის მომწოდებლებთან, პროვაიდერებთან, პერიოდული კომუნიკაცია;

  • პერიოდული რეპორტების მომზადება და ანალიზი.

 

 ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გემბლინგის ინდუსტრიაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;

  • აუცილებელია, P2P თამაშებისა და პოკერის პროდუქტის წესების ცოდნა;

  • აუცილებელია, ინგლისურისა და რუსული ენების  სალაპარაკო დონეზე ცოდნა;

  • აუცილებელია,საოფისე პროგრამების ცოდნა;

  • სასურველია, მოლაპარაკებების გამოცდილება.

 

სამუშაო პირობები:

 

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ

  • ადგილმდებარეობა - თბილისი

  

კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები

 

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 24 სექტემბერი, 2024.


ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

 

გამოაგზავნეთ განაცხადი