betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.


ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.


შესასრულებელი ამოცანები:

  • პროდუქტის განვითარების ხედვის, სტრატეგიისა და პრიორიტეტების განსაზღვრა კომპანიის ბიზნესმიზნებისა და მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად;

  • პროდუქტის განვითარების პროცესის მართვა და პროდუქტის ღირებულების მაქსიმიზაციის უზრუნველყოფა;

  • ბიზნესმოთხოვნების შეგროვება, ანალიზი და ტექნიკურ მოთხოვნებად გარდაქმნა;

  • Product Backlog-ის შექმნა, მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა ბიზნესღირებულების, მომხმარებლის საჭიროებებისა და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით;

  • დეველოპერულ, დიზაინის, მარკეტინგის, ანალიტიკისა და სხვა შესაბამის გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობა პროდუქტის განვითარების ყველა ეტაპზე;

  • პროდუქტის განვითარების ინიციატივების დაგეგმვა, User Stories-ის ფორმირება და Acceptance Criteria-ს განსაზღვრა;

  • მომხმარებლის ქცევის, პროდუქტის ეფექტიანობისა და ძირითადი ბიზნესმეტრიკების ანალიზი პროდუქტის განვითარების შესაძლებლობების გამოსავლენად;

  • ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის გამოცდილების შესწავლა პროდუქტის გაუმჯობესების მიზნით;

  • პროდუქტის ფუნქციონალის გაუმჯობესებისა და ახალი შესაძლებლობების დანერგვის ინიცირება ბიზნესშედეგების გასაუმჯობესებლად;

  • პროდუქტის განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ინტერესების კოორდინაცია და გადაწყვეტილებების მიღება ბიზნესპრიორიტეტების შესაბამისად;

  • Agile სამუშაო პროცესების დანერგვასა და განვითარებაში მონაწილეობა, გუნდთან თანამშრომლობისა და უწყვეტი გაუმჯობესების ხელშეწყობა;

  • პროდუქტის განვითარებასთან დაკავშირებული რისკების, დამოკიდებულებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი მართვა;

  • მარეგულირებლის მოთხოვნების გათვალისწინება პროდუქტის განვითარების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავსი მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება;

  • პროდუქტის ეფექტიანობის შეფასებისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

  • ძლიერი ანალიტიკური, სტრატეგიული აზროვნებისა და პრობლემების გადაჭრის უნარები;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;

  • ეფექტური კომუნიკაციისა და დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკების უნარები.


სამუშაო პირობები:

  • სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;

  • On - Site


კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2026.

 

betlive გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი