„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
კაზინოს პროდუქტების განვითარებაზე ზრუნვა;
პროდუქტების გვერდების ორგანიზება და მართვა;
მომიჯნავე დეპარტამენტებთან აქტიური კომუნიკაცია, მათთან ერთად ბანერებისა და საჭირო მატერიალების მომზადება, საიტზე განთავსება;
არსებული მომხმარებლების ბაზის სრულყოფილად შესწავლა და მათზე მორგებული აქტივობების დაგეგმვა;
პროდუქტებისთვის შესაბამისი წამახალისებელი აქციების ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
მომხმარებლისთვის განსაზღვრული პროცესის სრულად გააზრება, ოპტიმიზაცია, თამაშების in-game განახლება, რედიზაინი, UI/UX გაუმჯობესება;
პროდუქტის მომწოდებლებთან კომერციული პირობების შეთანხმება, Roadmap-ის მომზადება და პერიოდული კომუნიკაცია;
პროდუქტის შესახებ ცნობადობის ამაღლება და პოპულარიზაცია;
პერიოდული რეპორტების მომზადება და ანალიზი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, გემბლინგის ინდუსტრიაში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
აუცილებელია, ექსელსა და Power BI-ში რეპორტების აწყობის და ანალიზის გამოცდილება;
აუცილებელია, პროდუქტების წესების ცოდნა;
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა;
ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 7 მარტი, 2025.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!