„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
მარკეტინგის და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
პროდუქტის მარკეტინგული კომუნიკაციის დაგეგმვა და მართვა - პროდუქტის დაინიცირებიდან, მის იმპლემენტაციამდე;
ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა;
პროდუქტის პრომო გვერდისთვის საჭირო მასალების შექმნა, მონიტორინგი და ჩართულ რგოლებთან აქტიური კომუნიკაცია გვერდის გამართული ფუნქციონირებისთვის;
ქოფირაითერებთან აქტიური კომუნიკაცია UX-ის მიმართულებით;
ბრენდის პოზიციონირების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი;
რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან და კოორდინირებული მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია, უმაღლესი განათლება, მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
პრიორიტეტად ჩაითვლება, მინ. 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
აუცილებელია, ლენდინგ ფეიჯებზე მუშაობის გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა;
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი, 2025.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!