betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
პროექტის განხილვა და გაწერა, პროექტში ჩართული განყოფილებების განსაზღვრა, მოთხოვნის ანალიზი ვადების დადგენა და საჭირო მოქმედებების კოორდინაცია;
პროექტის მონიტორინგი, საპილოტე რეჟიმში დაკვირვება და კრიტერიუმებთან შესაბამისობის სისტემატური შეფასება/კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების სტეიკჰოლდერებთან შეთანხმება;
დამკვეთისთვის პროექტის ჩაბარება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
ახალი პროდუქტის შექმნაში და ბიზნეს იდეის პროექტად ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება, პროექტის ფარგლებში დავალებების დელეგირება;
პროექტის პროცესის მართვა და კონტროლი; ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და კოორდინაცია; ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემის უზრუნველყოფა;
პროექტის ვადების მართვა და უზუსტობების შემთხვევაში პროცესების დაჩქარების ინსტრუქციების გაცემა;
პროექტის ფარგლებში მოსალოდნელი რისკების შეფასება და განსაზღვრა, მიმდინარე პრობლემების მართვა და პროექტის თითოეული ეტაპის მონიტორინგი;
დადგენილი პროცესების შესაბამისად შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი და უზუსტობის შემთხვევაში შესაბამისი მითითებების გაცემა;
ჩაბარებული პროექტის ფარგლებში დამკვეთისთვის ტრენინგის დაგეგმვა და ჩატარება;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
აიტი პროექტების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
ინგლისური ენის ცოდნა;
ანალიტიკური აზროვნება;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 20 მარტი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!