„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
პროდუქტის მიღება, დასახელების და რაოდენობის აღრიცხვა, გამოგზავნილი ინვოსის საფუძველზე;
საჭიროების მიხედვით ინვენტარის დასაწყობება ან განთავსება შესაბამის სივრცეში;
ნაშთების კონტროლი;
ფინანსურ განყოფილებასთან ნაშთების გადამოწმება;
არსებული ინვენტარის პერიოდული გადამოწმება -კოდების და რაოდენობის მიხედვით;
სასაწყობე მარაგების აღრიცხვისა და პროდუქტის ჩამოწერის პროცესის უზრუნველყოფა;
ნაშთების შემცირების შემთხვევაში შესაბამისი კადრის ინფორმირება ახალი შეკვეთის აუცილებლობასთან დაკავშირებით;
ინვენტარიზაციის პროცესის განხორციელება და კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00-19:00 საათამდე;
ადგილმდებარეობა - თბილისი;
ანაზღაურება: 1500 ლარი, ხელზე ასაღები თანხა.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 დეკემბერი, 2025.
გისურვებთ წარმატებას!