„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.


ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.



ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საოპერაციო რისკების მართვის სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და განვითარება;

  • საოპერაციო რისკების იდენტიფიცირების, შეფასების, მონიტორინგისა და შემცირების პროცესის ორგანიზება;

  • რისკების მართვის პოლიტიკების, პროცედურებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება და მუდმივი განახლება;

  • კომპანიის შიდა კონტროლების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესება;

  • საოპერაციო რისკების ინციდენტების ანალიზი, ძირეული მიზეზების გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;

  • რისკების რეესტრისა და ინციდენტების ბაზის მართვა;

  • ახალი პროდუქტების, სერვისების, პროცესებისა და პროექტების საოპერაციო რისკების შეფასებისა და დამტკიცების პროცესში მონაწილეობა;

  • ვენდორებისა და აუთსორსინგული მომსახურებების რისკების შეფასებისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა;

  • ბიზნესის უწყვეტობის მართვის (BCM) და ბიზნესზე ზემოქმედების ანალიზის (BIA) პროცესების კოორდინაცია;

  • სხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა რისკების მართვის პროცესში;

  • მარეგულირებელი მოთხოვნებისა და კომპანიის შიდა პოლიტიკების შესრულების კონტროლი.



ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, სამართლის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;

  • საოპერაციო რისკების, შიდა კონტროლის, შიდა აუდიტის ან მსგავსი მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე;

  • პრიორიტეტად ჩაითვლება, სათამაშო ან ნებართვებს დაქვემდებარებულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;

  • ინგლისური ენის ცოდნა;

 


სამუშაო პირობები:

  • ხუთი სამუშაო დღე კვირაში;

  • სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ;

  • ადგილმდებარეობა - თბილისი.

  • On - site.


კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:

  • კვება;

  • პარკინგი;

  • ბონუსი;

  • კორპორატიული დაზღვევა;

  • პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com


რეზიუმეების მღების ბოლო ვადაა 17 აგვისტო, 2026.

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს „ბეთლაივი“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, დიდუბის რაიონი, აკაკი წერეთლის გამზირი, N 123) კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: • ბეთლაივი თქვენ შესახებ დაამუშვებს ვაკანსიის განაცხადში და რეზიუმეში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს (მაგ. სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.). • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 6 წლის ვადით (საშუალო მენეჯმენტის ქვემოთ ნებისმიერი კანდიდატის ინფორმაცია - 2 წლის ვადით; საშუალო მენეჯმენტის კანდიდატის მონაცემები: 4 წლის ვადით და უმაღლესი მენეჯმენტის კანდიდატის 6 წლის ვადით), რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.; • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს „ბეთლაივი“ ამუშავებს თქვენ შესახებ ასევე, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი მარიამ მიქელთაძე: DPO@betlive.com ან ადამიანური რესურსების განყოფილება: hrteam@betlive.com • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. • შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com.