Senior Operations Manager
„ბეთლაივი“ არის ერთ-ერთი წამყვანი ონლაინ თამაშების პლატფორმა საქართველოში, კომპანიის მთავარი მიზანია შეუქმნას მომხმარებლებს ყველაზე სწრაფი, კომფორტული და მათზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
ოპერაციული ვენდორებისა და პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორების მართვა;
მომსახურების დონეების (SLA) შესრულების კონტროლი და ხარისხის მონიტორინგი;
ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია ოპერაციული საკითხების დროული გადაწყვეტისთვის;
ოპერაციული ხარჯების ანალიზი და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
არსებული პროცესების შეფასება და ოპტიმიზაცია;
რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების შემუშავება;
ხელმძღვანელთან რეგულარული ანგარიშგება ოპერაციული მაჩვენებლების შესახებ;
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან შესაბამისი მიმართლებით;
აუცილებელია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
კარგი მოლაპარაკების უნარი;
დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების განსაზღვრა;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდურობა;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ.
ადგილმდებარეობა - თბილისი
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ყოველთვიური ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13 მარტი, 2026.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!