betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
საქართველოს სათამაშო ბაზრისა და ძირითადი კონკურენტების რეგულარული მონიტორინგი და მნიშვნელოვანი ცვლილებების დროული იდენტიფიცირება;
კონკურენტული benchmark-ების მომზადება ძირითადი მიმართულებებით, მათ შორის: რეგისტრაციის პროცესი, გადახდის მეთოდები, customer support არხები, Loyalty/VIP მიდგომები, შეთავაზებები და მნიშვნელოვანი პროდუქტული ცვლილებები;
საერთაშორისო და რეგიონულ iGaming ბაზრებზე ახალი პროდუქტების, ფუნქციონალების, customer experience პრაქტიკებისა და ინდუსტრიული ტენდენციების კვლევა და კომპანიისთვის რელევანტური პრაქტიკების გაზიარება;
ბაზრისა და კონკურენტების მხარეს კვლევების ჩატარება და შედეგების შედარებითი ანალიზის მომზადება;
მომხმარებლის კმაყოფილების კვლევების დაგეგმვა და ანალიზი NPS-ის, CSAT-ის, ონლაინ survey-ების, customer feedback-ისა და სხვა რელევანტური წყაროების გამოყენებით;
მომხმარებლის გამოცდილებაში ძირითადი პრობლემური წერტილების, საჭიროებებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
კონკრეტული პროდუქტის, სერვისის ან customer journey-ის კვლევა ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე, მათ შორის კონკურენტულ გამოცდილებასთან შედარება;
სხვადასხვა დეპარტამენტში მიმდინარე კვლევითი ინიციატივების მართვა - კვლევების კალენდრის წარმოება, სტატუსების, ვადებისა და საბოლოო deliverable-ების მონიტორინგი;
კვლევის დაწყებამდე შესაბამის სტეიკჰოლდერებთან ერთად კვლევის მიზნის, ძირითადი საკვლევი საკითხების, მეთოდის, პასუხისმგებელი მხარისა და მოსალოდნელი შედეგის განსაზღვრა;
UI/UX, Digital და სხვა სპეციალიზებული კვლევების კოორდინაცია შესაბამის შიდა გუნდებთან ან გარე პარტნიორებთან და მიღებული შედეგების ბიზნეს კონტექსტში გაანალიზება;
სხვადასხვა კვლევიდან მიღებული ინფორმაციის გაერთიანება, მნიშვნელოვანი მიგნებების გამოკვეთა და კონკრეტული ბიზნეს რეკომენდაციების შემუშავება;
კვლევის შედეგების სტრუქტურირებული შეჯამებების მომზადება - ძირითადი მიგნებების, შესაძლო ბიზნეს გავლენა და რეკომენდირებული შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა;
დასრულებული კვლევების, benchmark-ებისა და მნიშვნელოვანი insight-ების სისტემატიზაცია;
რეგულარული Research & Market Insights მიმოხილვების მომზადება მენეჯმენტისთვის;
მენეჯმენტის და სხვა სტეიკჰოლდერებისთვის მნიშვნელოვანი კვლევითი მიგნებების და რეკომენდაციების პრეზენტაცია;
ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარე ad-hoc კვლევების ჩატარება და კონკრეტულ საკითხებზე დასაბუთებული კვლევითი პასუხების მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების, სტატისტიკის ან შესაბამისი მიმართულებით;
Research, Market Research, Consumer Insights, Business Analysis, Customer Experience ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
კვლევის დიზაინის, მონაცემთა შეგროვებისა და კვლევის შედეგების ანალიზის გამოცდილება;
მომხმარებლის კვლევების, NPS/CSAT-ისა და customer feedback-ის ანალიზის გამოცდილება;
ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
კვლევის შედეგების ბიზნეს რეკომენდაციებად გარდაქმნის უნარი;
სხვადასხვა სტეიკჰოლდერთან ეფექტური კომუნიკაციისა და კვლევითი ინიციატივების კოორდინაციის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და რამდენიმე პარალელურ პროექტზე მუშაობის უნარი;
ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
სამუშაოს დრო: 10:00 - 19:00 სთ;
ადგილმდებარეობა - თბილისი;
On-site.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტები:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით სხვადასხვა კურსებისა და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 18 სექტემბერი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!