ინოვაციური გასართობი ონლაინ თამაშების კომპანია betlive ეძებს ენთუზიაზმით სავსე თანამშრომლებს სერვის-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, რომლებიც მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილების მიღებაში დაეხმარებიან. თუკი მომსახურების ინდუსტრიაში უკვე გარკვეულ გამოცდილებას ფლობ ან აღნიშნული პოზიციით დაინტერესდი, betlive შენს მისაღებად მზადაა!

 


რას გააკეთებ?

  • უპასუხებ შემოსულ ზარებს: შენ იქნები betlive-ის ხმა და მომხმარებლის გზათმკვლევი!

  • დაეხმარები მომხმარებლებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

  • იქნები ამომწურავი ინფორმაციის მომწოდებელი;


რა უნარები უნდა ჰქონდეს კანდიდატს? 

  • განათლება: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

  • გამოცდილება: გამოცდილება სავალდებულო არ არის, თუმცა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • კომუნიკაციის უნარი: ჩვენი ძლიერი მხარეა მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის თავისუფლად და გამართულად გაზიარება;

  • გუნდური მოთამაშე: betlive-ის დინამიურ გუნდში კომუნიკაბელურობასა და გუნდური მუშაობის უნარს განსაკუთრებით ვაფასებთ; 

 

სამუშაო პირობები:

  • კვირაში 2-4 სამუშაო დღე (თვეში 14-16 სამუშაო დღე);

  • დღისა და ღამის ცვლები;

  • ანაზღაურება: 900 ლარი + 30%-მდე ბონუსი!

  • მდებარეობა: თბილისი

 


დამატებითი შეთავაზებები/უპირატესობები: 

  • პერფორმანსზე დაფუძნებული ბონუსი;

  • უფასო კვება;

  • პარკინგი;

  • კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა;

  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;

 

თუკი ამ ვაკანსიით დაინტერესდი და მზად ხარ ჩვენი წარმატებული გუნდის წევრი გახდე, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com

  

ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!

 

 

გამოაგზავნეთ განაცხადი

პერსონალური მონაცემების დამუშავება შპს „ბეთლაივი“ (ს/ნ: 404983238; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, პეკინის გამზ., N41) კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: • ბეთლაივი თქვენ შესახებ დაამუშვებს ვაკანსიის განაცხადში და რეზიუმეში მითითებულ პერსონალურ მონაცემებს (მაგ. სახელი, გვარი, პოზიცია, საკონტაქტო ინფორმაცია და ა.შ.). • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 6 წლის ვადით (საშუალო მენეჯმენტის ქვემოთ ნებისმიერი კანდიდატის ინფორმაცია - 2 წლის ვადით; საშუალო მენეჯმენტის კანდიდატის მონაცემები: 4 წლის ვადით და უმაღლესი მენეჯმენტის კანდიდატის 6 წლის ვადით), რის შემდეგაც იგი წაიშლება/განადგურდება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.; • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს „ბეთლაივი“ ამუშავებს თქვენ შესახებ ასევე, მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ: პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცერი მარიამ მიქელთაძე: DPO@betlive.com ან ადამიანური რესურსების განყოფილება: hrteam@betlive.com • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. • შპს „ბეთლაივსა“ და აპლიკანტს შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ წინამდებარე განაცხადის ფარგლებში მოწოდებული პერსონალური მონაცემები შეინახება HireHive LTD-ის (ირლანდია, ქორქი.) ღრუბლოვანი ტექნოლოგიის სისტემაში (Cloud), რომლის შესახებაც დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებ-გვერდზე: www.hirehive.com.