betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
რეკრუტინგის სრულ ციკლში მონაწილეობა, ვაკანსიის გახსნიდან კანდიდატის შერჩევამდე;
კანდიდატების მოძიება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისა და დასაქმების პლატფორმის გამოყენებით;
მიღებული რეზიუმეების შეფასება და კანდიდატების შერჩევა, პოზიციის მოთხოვნების შესაბამისად;
კანდიდატებთან პირველადი გასაუბრებების ჩატარება და მათი პროფესიული გამოცდილებისა და მოტივაციის შეფასება;
კანდიდატებთან დროული კომუნიკაციის უზრუნველყოფა შერჩევის ყველა ეტაპზე;
ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მომზადებასა და სამუშაო აღწერილობების განახლებაში მონაწილეობა;
კანდიდატთა მონაცემთა ბაზის მართვა და შერჩევის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა;
HR პროექტებსა და რეკრუტინგის პროცესის გაუმჯობესების ინიციატივებში მონაწილეობა.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი სოციალური მეცნიერებების, ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
სასურველია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
სამუშაო პირობები:
სტანდარტული გრაფიკი, ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 19:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი;
On - Site
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვება;
პარკინგი;
ბონუსი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდის მიზნით, სხვადასხვა კურსების და ტრენინგების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია, რის შემდეგაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 10 ნოემბერი, 2026.
betlive გისურვებთ წარმატებას!