შესაბამისობის მონიტორინგის მენეჯერი
betlive ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა ქართულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, შექმნას ყველაზე სწრაფი, კომფორტული და, რაც მთავარია, მომხმარებლებზე მორგებული სათამაშო სივრცე.
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი, კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური და მუდმივი შესაძლებლობა.
შესასრულებელი ამოცანები:
კომპანიის პროცესებისა და საქმიანობის შესაბამისობის შეფასება კომპანიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობასთან, სანებართვო პირობებთან და ტექნიკურ სტანდარტებთან;
კომპანიის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და რეგულაციების შესწავლა და მათი პრაქტიკაში აღსრულების მონიტორინგი;
მონიტორინგის გეგმების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შეფასებების განხორციელება;
მონიტორინგის პროცესში შესაბამისი კონტროლისა და შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა და განვითარება;
არსებული პოლიტიკებისა და პროცედურების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება და ახალი რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობა;
გამოვლენილი პროცედურული და საკანონმდებლო დარღვევების ანალიზი, მათი პრევენციისა და რისკების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
მონიტორინგის დაწყებამდე შესაბამის დეპარტამენტებთან საინფორმაციო და პრევენციული კომუნიკაციის წარმოება, მათ შორის წერილობითი შეტყობინებებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;
პროცედურულ დარღვევებზე რეაგირების მექანიზმის შემუშავება და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმება;
გამოვლენილი დარღვევების აღრიცხვისა და დოკუმენტირების სისტემის წარმოება, დარღვევების სიხშირის, ხასიათის, სიმძიმისა და კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება;
საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, შესაბამის თანამშრომლებთან წერილობითი კომუნიკაციისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება გამოვლენილი დარღვევების განხილვის მიზნით;
ყოველთვიური ანგარიშების მომზადება გაწეული სამუშაოების, გამოვლენილი დარღვევების, მათი სტატისტიკისა და რეაგირების შედეგების შესახებ;
კვარტლური შემაჯამებელი ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია კომპანიის შიდა პოლიტიკების, პროცედურებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლთან;
ძირითადი მოთხოვნები:
აუცილებელია, სამართლის მიმართულებით ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
პრიორიტეტად ჩაითვლება, სათამაშო ან ნებართვებს დაქვემდებარებულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
სასურველია, გამოცდილება მსგავსს პოზიციაზე;
ინგლისური ენის ცოდნა;
სამუშაო პირობები:
ხუთი სამუშაო დღე კვირაში;
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ;
ადგილმდებარეობა - თბილისი;
On - Site.
კომპანიაში მუშაობის დამატებითი ბენეფიტი:
კვარტლური ბონუსი;
კვება;
პარკინგი;
კორპორატიული დაზღვევა;
პროფესიული ზრდა/განვითარების დაფინანსება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: http://www.betlive.com
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 14 სექტემბერი, 2026.
ბეთლაივი გისურვებთ წარმატებას!